იაგო ქირია, რომელიც ზუგდიდის მერიაში ზედამხედველობის უფროსია, “ახალი ლიდერების ინიციატივისა” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა და უცნაურია, მაგრამ შორიდან აკვირდებოდა შექმნილ ქაოსს და აქციის ორგანიზატორების თქმით სწორედ ის კურირებდა საქველმოქმედო აქციის ჩაშლის მცდელობას. აღსანიშნავია, რომ ქაოსის წამომწყები პირები “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან, რომლებმაც ადგილზე მისვლიდან მალევე ყვირილი დაიწყეს და აღნიშნულს ტელეფონით იღებდნენ. ამავე აქციაზე იმყოფებოდა სუს-ის თანამშრომელი გიორგი იზორია, რომელიც ასევე მობილურით იღებდა შექმნილ ქაოსს. ასევე საქველმოქმედო აქციაზე იმყოფებოდა გიორგი ტიბუა, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გეგმების შემსრულებელია და ერთ-ერთ აიპშია დასაქმებული.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციის დაცვა ხალხმრავლობის გამო ვერ მოხერხდა, ფაქტია, რომ კონკრეტულმა ფიგურებმა ქაოსის შექმნის წამოწყებაში არსებითი როლი ითამაშეს, რომელსაც არსებული ფოტომასალაც ადასტურებს, რასაც ქვევით გთავაზობთ


ავტორი: ლევან თორია



