მთავარისიახლეებისაზოგადოებაინფექციურ საავადმყოფოში სოფელ რუხიდან შემოსული დედა-შვილი თვითიზოლაციაში გადადის

ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ რუხიდან შემოსული დედა-შვილი თვითიზოლაციაში გადადის

Published on

დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ რუხიდან დედა-შვილი შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოს პრესსამსახური აღნიშნავს, მათ ყელის ტკივილი აწუხებდათ. დედა-შვილს არანაირი მოგზაურობის ისტორია არა აქვს, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებენ, ოჯახში სტუმარი ყავდათ, რომელიც 20 დღის წინ თურქეთიდან ჩამოვიდა, სწორედ ამის გამო მიაკითხეს კლინიკას,თუმცა ანალიზებში საეჭვო არაფერი გამოჩნდა, სწორედ ამიტომ არ გახდა ლუგარის ლაბორატორიაში მათი ანალიზების გაგაზავნა საჭირო- აცხადებენ კლინიკაში. ისინი გადადიან თვითიზოლაციაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ სენაკელ ახალგაზრდა ქალს, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, აღმოაჩნდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...