მთავარიUncategorizedტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე -...

ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე – პრემიერი ოპოზიციის შეთავაზებებზე

Published on

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე და საერთოდ მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ და დღეს თუ საქართველო სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როცა ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როდესაც მოქალაქეების პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის ასეთი სიტყვიერი რჩევა, რასაც მე ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, როდის წარადგენს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ გეგმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებულია, მისი ნაწილი უკვე წარდგენილია, ხოლო მომდევნო ნაწილს მთავრობა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...