სოციალურ ქსელში ვრცელდება საჯარო მოხელეების ფოტოები, რომლებმაც, გუშინ, ზუგდიდში, ხელოვნურად მოაწყვეს ქაოსი დამცავი საშუალებების დარიგების დროს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაშიამ მამხილებელ ფოტოებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი და ერთდროულად მიმართავს როგორც მალემრწმენ ადამიანებს, ისე პოლიტიკოსებს, რომელნიც თავიანთი მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ერიდებიან ჩაჯდნენ ხელისუფლების ნარატივში.



აი, ესენი არიან კონკრეტულად, სუსის და მერიის თანამშრომლები რომლებიც იყვნენ იმ ხალხმრავლობაში და აქეზებდნენ ხალხს და მაქსიმალურად რევდნენ სიტუაციას – ფოტოებით, სახელებით და გვარებით.
ამიტომ კოლეგა ოპოზიციონერებს- ბატონ ბოკერიას და ყველა სხვას ოპოზიციიდან, ვისაც უნდა გაიზიაროს და ბოლომდე შეხტეს სახელისუფლებო ნარატივის მატარებელზე რომ, თითქოს გუშინ ნაციონალური მოძრაობის ჩავარდნა მოხდა ზუგდიდში და არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა, მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ ობიექტურ ფაქტებს და რეალობას – წერს მიხეილ სააკაშვილი