მთავარისიახლეებისაზოგადოებატესტების გარკვეული პარტიის ხარვეზის გამო საქართველომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზის გამო საქართველომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

Published on

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას წარმოებული იყო კომპანია: Capital Bio Technology Corporation-ის მიერ.

რაც შეეხება, კომპანიას, რომელთანაც საქართველომ და სხვა ევროპის ქვეყნებმა ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს და რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით, მისი სახელწოდებაა BIOEASY. ამ კომპანიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულება გაუქმებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...