მიხეილ სააკაშვილი მზად არის უზრუნველყოს ათასობით ემიგრანტის დაბრუნება სამშობლოში უფასოდ და მათთვის საკარანტინე ადგილების მოწყობა

0
786

საქართველოში ჩამოსვლაში დახმარება და საკარანტინე ადგილების მოწყობა – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების დასახმარებლად მთავრობას კოორდინირებულ მოქმედებას სთავაზობს.

1000 ადამიანი თითო ქვეყნიდან- იტალია, ესპანეთი, გერმანია , პოლონეთი, უკრაინა, ავიარეისებით, ასევე რამდენიმე ათასი საბერძნეთიდან და თურქეთიდან ავტობუსებით – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების მასობრივი დაბრუნების ორგანიზებას უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს თავისი მეგობრების ფინანსური და სხვა სახის დახმარების მეშვეობით.

“ბოლო პერიოდში მე მივიღე არაერთი შეტყობინება ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც გაჭედილები არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მათ არ აქვთ ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და სასოწარკვეთილები არიან. მათ არ აქვთ ფული რომ იმ მცირერიცხოვან ფრენებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც დანიშნულია. – აცხადებს იგი თავის მიმართვაში

ამიტომ, მე ჩემი მეგობრების დახმარებით მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში გერმანიიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან შეძლებენ 1000 ადამიანის ჩამოყვანას. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა მთავრობის მხრიდან იქნება თანამშრომლება. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობისგან თანხმობა, რომ შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია “სკაიაპი”, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში. ეს ხალხი რა თქმა უნდა უნდა მოთავსდეს კარანტინში.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოში ბიზნესმენებს, მათ შორის თორნიკე კოპეიშვილს რომელმაც თავისი 2 სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის. მე გთავაზობთ ჩემს სახლს ყვარელში და ასევე სანდრა თავის ცენტრს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ რომ ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ, მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი პრობლემა.

მე ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რომ ეს შეთავაზება არის კერძო პირის, იყოს კერძო პირის, თქვენ ეს უნდა გაიზიაროთ რადგან არცერთი კაპიკი არ გიჯდებათ. პოლიტიკა გადავდოთ და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.

ასევე, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს ადგილებს, სადაც ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში მოთავსდება.

წინა სტატიააპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, იცვლება პენსიის გაცემის წესიც
შემდეგი სტატიაქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ჰოლანდიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური