ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება

0
723

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სტაბილურია. – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციონისტმა დალი დარახველიძემ განაცხადა. პაციენტი  სოფელ ზედაეწერიდანაა.  მისი ანალიზები გუშინ გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მამაკაცი 20 მარტს  თურქეთდანაა  ჩამოსული, საავადმყოფოში შეყვანისას აღენიშნებოდა ტემპერატურა, ცხელება, ხველა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დალი დარახველიძის ინფორმაციით, ის იმყოფება თვითიზოლაციაში. ასევე, პაციენტიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შეგახსენებთ, რომ ეს კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა ზუგდიდში.

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია [Video]
შემდეგი სტატიათსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური