ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურით ერთი პირი შეიყვანეს

0
944

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურით ერთი ადამიანი შეიყვანეს. ამის შესახებ საავადმყოფოს პრესსამსახურმა განაცხადა. ,,შემოყვანილია პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან. ის შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში უტარდება შესაბამისი კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ.,,

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

წინა სტატიავაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – ექიმი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 77 გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური