მთავარისიახლეებიმსოფლიონობელის პრემიის მფლობელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი: ,,კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. ახლა...

ნობელის პრემიის მფლობელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი: ,,კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. ახლა მთავარი პანიკის კონტროლია, ყველაფერი კარგად იქნება”

Published on

popx.ge -ს პუბლიკაცია

2013 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. მეცნიერის თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებშიც სოციალური დისტანცირებისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება.

ლევიტმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია.

“ახლა მთავარი პანიკის კონტროლია. ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა მეცნიერმა.

ლევიტი მედიას ზედმეტ პანიკასა და დაავადებულთა საერთო რაოდენობის ზრდაზე ფოკუსირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, წინა წლის სექტემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 36 მილიონი ამერიკელი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 22 ათასი შეადგინა, თუმცა, ეს შემთხვევები, როგორც წესი, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემისთვის China Daily News მიცემულ ინტერვიუში ლევიტმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ ჩინეთში პიკს მიაღწია და ერთი კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობის კლება დაიწყებოდა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქ ინფიცირებულთა რიცხვი 80 ათას, მსხვერპლი კი 3250 ადამიანს შეადგენდა. მისი პროგნოზი გამართლდა. 16 მარტისთვის ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 80298, ხოლო გარდაცვალების 3245 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მოცემული დროისთვის კი დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 50-ზე ნაკლები პაციენტით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...