მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა მელია ზუგდიდთან დაკავშირებით: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე...

ნიკა მელია ზუგდიდთან დაკავშირებით: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე

Published on

ზუგდიდთან დაკავშირებით…

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...