მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

Published on

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ბებია- ბაბუასაც კორონავირუსი აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. „დადასტურდა რამდენიმე ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობას გადიან. ჩემი ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია ბებია და ბაბუაც. როგორც ინფორმაცია მაქვს, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ოჯახი თვითიზოლაციაშია. ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის არის 11 პაციენტი, აქედან არის 5 დადასტურებული შემთხვევა. დღეს მეხუთე დაემატა. დანარჩენი ძველი პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. პროტოკოლის გათვალისწინებით, მკურნალობა გრძელდება“,-აცხადებს ექიმი.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...