მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპულმა საქართველომ“ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაანულოს საშემოსავლო და ქონების...

„ევროპულმა საქართველომ“ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაანულოს საშემოსავლო და ქონების გადასახადი

Published on

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საშემოსავლო და ქონების გადასახადი გაანულოს. ამის შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც პარტიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

მისივე თქმით, საჭიროა ასევე, არსებითი ცვლილებები შეეხოს დღგ-ის გადასახადს.

„თუ დამსაქმებლები, მეწარმეები გაკოტრდებიან და კრიზისის გადავლის შემდეგ მათთვის საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. ამიტომ გარდა იმ შეთავაზებებისა და გეგმისა, რაც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, გვაქვს დამატებითი ინიციატივები.

შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს განულება საშემოსავლო გადასახადის, ხოლო კიდევ შემდეგი ოთხი თვე განახევრება. უნდა მოხდეს ქონების გადასახადის განულება, ის წელიწადში ერთხელ იხდება და ამ წლის ბოლომდე უნდა განულდეს და ბოლოს, არსებითად უნდა შეიცვალოს დღგ, უნდა გადავიდეთ ე.წ. sales tax-ზე . ხალხი, ვისაც შემოაქვს ქონება და ვერ ყიდის, არ უნდა იხდიდეს გადასახადს, ეს არის საკვანძო წინადადებები და ძალიან მნიშვნელოვანი. ვთხოვთ მთავრობას, რომ განიხილოს ეს კომპლექსური გეგმა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...