მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლნისში სწრაფი ტესტით ახალი კორონავირუსი ფეხმძიმეს ქალს დაუდასტურდა

ბოლნისში სწრაფი ტესტით ახალი კორონავირუსი ფეხმძიმეს ქალს დაუდასტურდა

Published on

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 24-25 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.

სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ექიმის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...