ზუგდიდის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას დღეიდან შეძლებენ. ამ ეტაპზე ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის ორი კვირაზე გათვლილ პროდუქტს გასცემენ. პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, იქნება დამატებით მეორე ეტაპის განხორციელებაც. ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მშობლებისთვის პროდუქტების წასაღებად შექმნილია ვიზიტების გრაფიკები, ადგილზე რიგებს კი მოხალისეები აწესრიგებენ. ბაღის აღსაზრდელებისთვის გაცდენილი დღეების ულუფის გადაცემა ზუგდიდის მსგავსად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.
ზუგდიდის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო
Published on