მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ამოქმედებულია 60 ერთეული ტექნიკა

თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ამოქმედებულია 60 ერთეული ტექნიკა

Published on

24 მარტს, ღამის 12 საათიდან თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, – იუწყება თბილისის მერია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია 60 ერთეული ტექნიკა.

„ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დღეს ღამით ვიწყებთ. სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი -ავტობუსები, მეტროსადგურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სპეციალური ხსნარებით. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის და არავინ შეშინდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ ტექნიკის დათვალიერების დროს.

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩება. დეზინფექციას მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ დაიწყებენ. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...