რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამი ძლიერდება

0
510

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რია ნოვოსტის” ს ცნობით, მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 500 კილომეტრში მოხდა. კამჩატკას ოთხ რაიონში, მოსახლეობამ დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მნიშვნელოვანია, რომ მიწისძვრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა წყაალსადენი და გაზსადენი მილების ნაწილი,რაც მთავარია დაზიანდა საქვაბეები, რამაც საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას, სწორედ ამიტომ პარამუშირის კუნძულიდან ჯერ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, ხოლო შემდეგ ოპერატიულად მოხდა გათბობის პრობლემის გადაჭრა.

მიწისძვრიდან მოკლე ხანში მოსახლეობა გააფრთხილეს ,რომ კუნძულებს ცუნამი უახლოვდება და სიმშვიდის შენარჩუნებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდეს. მართლაც ადგილობრივი დროით 15 15 წუთზე ( ჩვენი დროით წუხელ, გამთენიისას) ცუნამის ტალღამ კუნძულამდე მიაღწია. ტალღის სიმაღლემ დაახლოებით 50 სანტიმეტრი შადგინა. ეს დიდი არ არის, მაგრამ სპეციალისტები მოელიან, რომ ცუნამი გაძლიერდება და განგაში მოხსნილი არ არის. . მოსახლეობა ამ დროისათვის მაღლობ ადგილებშია გახიზნული

წინა სტატიაბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები – ნოდარ რუხაძე
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ვირუსს გადავლახავთ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური