მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს "პარაგრაფის" საკარანტინო ცენტრად გადაკეთბას ურჩევს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს “პარაგრაფის” საკარანტინო ცენტრად გადაკეთბას ურჩევს

Published on

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო, ურეკში მდებარე „პარაგრაფის“ სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო სივრცედ გადააკეთოს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ანალოგიური ნაბიჯი ესპანეთის მთავრობამ უკვე მიიღო, როდესაც სასტუმროები და ტურისტული ობიექტები საავადმყოფოდ გადაკეთდა. „მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ივანიშვილმა გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...