მთავარისიახლეებისაზოგადოებალუგარის ლაბორატორიამ სამ შემთხვევაში ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, თუ რომელ...

ლუგარის ლაბორატორიამ სამ შემთხვევაში ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული ინფიცირება

Published on

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, ​მიკვლეულია თუ არა მარნეულის შემთხვევის ინფიცირების წყარო და ამ პროცესში ჩართული არიან თუ არა ძალოვანი უწყებები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ როცა საჭიროა, მათ ყველა უწყება ეხმარება.

„რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში.

ასე რომ, ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში. ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვქონდა და ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...