ზუგდიდელი ლევან მაქაცარია ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად იტალიაში ცხოვრობს, კერძოდ, ქალაქ ბარში. ის იტალიაში განვითარებულ მოვლენებზე გვიყვება, თუ რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ქვეყანაში.
“იტალიაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ბოლო კვირის განმავლობაში მკვეთრი დინამიური ზრდა განიცადა კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ლომბარდიის რეგიონში, სამწუხაროდ სიკვდილიანობა ისევ მატულობს, ხოლო სამხრეთ იტალიაში ეს მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ მიუხედავად ამისა აქაც მზარდი ტენდენციაა, მედიკოსები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ყველა კანონზომიერება მოასწავებდა იმას, რომ როგორც ვირუსის გავრცელება, ასევე დაღუპულთა რიცხვი კლებისკენ წავიდოდა, თუმცა ეს არ გამართლდა და იმის მერე რაც ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა კლება, ისევ წინა ნიშნულს დაუბრუნდა რაც შეშფოთებას იწვევს. “- აცხადებს მაქაცარია.
“ჯერჯერობით, ყველაზე მძლავრი იარაღი ვირუსთან საბრძოლველად, გარდა თვითიზოლაციისა და მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვისა არ არსებობს. მოუთმენლად ელოდება ყველა დღევანდელ მონაცემებს, გააგრძელებს ვირუსის მაჩვენებელი პროგრესირებას თუ ისევ კლებისკენ წავა. მთელი იტალიის მასშტაბით გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელებისა დაკეტილია. ადამიანებს მკაცრად აქვთ შეზღუდული გადაადგილება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ მათ თან აქვთ დოკუმენტი სადაც მითითებულია მიზეზი გადაადგილების აუცილებლობის და დრო როგორც გასვლის ასევე დაბრუნების. სიტუაციას კონტროლს უწევს ყველა ქალაქსა თუ დასახლებაში სამართალდამცავი ორგანოები. დაველოდოთ დღევანდელ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“.- ამბობს ლევან მაქაცარია, რომელმაც სპეციალურად რადიო ოდიში + საინფორმაციო სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია.ის პერიოდულად ჩაერთვება რადიოს მოვლენათა ეპიცენტრიდან უახლესი ინფორმაციებით.