მთავარიUncategorized„უნდა დაიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ ის მოხუცებიც , რომლებიც...

„უნდა დაიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ ის მოხუცებიც , რომლებიც გიყვართ“ – ჰოლივუდის ვარსკვლავების მიმართვა ახალგაზრდებისადმი

Published on

რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.

„არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ ის მოხუცი ადამიანებიც უნდა დაიცვათ, რომლებიც გიყვართ“, – აღნიშნა რობერტ დე ნირომ ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვაში დენი დევიტო ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ვირუსით ინფიცირდებიან, შემდეგ ვირუსს მოხუცებს გადასცემენ, რომელთათვისაც ის რიგ შემთხვევებში ფატალურად სრულდება.

ბენ სტილერი კი ახალგაზრდებს მოუწოდებს, სახლში ყოფნა წიგნის კითხვაში, ფილმების ყურებაში ან ახალი ჰობის გაჩენაში გამოიყენონ.

ვ

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...