მთავარისიახლეებისაზოგადოებასერგო მელაძეს, რომელიც ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა, კრემაციას ჩაუტარებენ

სერგო მელაძეს, რომელიც ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა, კრემაციას ჩაუტარებენ

Published on

ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ სერგო მელაძეს , რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კრემაცია დღეს ჩაუტარდება. უნიჭიერესი მსახიობი წლების განმავლობაში ახალციხის თეატრში მუშაობდა, მან   წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ” ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო, უნიჭიერესი, საოცარი პიროვნება. 22 წელი იმუშავა  მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში , აქედან ადმინისტრატორის თანამდებობაზე”.-ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი მისივე  თქმით, სერგო წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლი  ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ   გარკვეული წლები იქ ცხოვრობდა, ხოლო ბოლო 15 წელია მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს.  მსახიობი   ბოლოს მისივე ინიციატივით სკოლის დამთავრების ბანკეტზე, შარშან,  25 ივნისს ბარსელონადან ჩამოფრინდა. “ყველას გვიხუტებდა სერგო გულში, გვეფერებოდა…საოცარი გამორჩეული ქართველი,უნიჭიერესი მსახიობი,როგორ დაგვწყვიტა გული ყველას”,- ამბობს კლასელი  ლია ანთია .კლასელების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება სერგო მელაძის მეუღლეც.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...