მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსთან საბრძოლველად, ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10...

სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსთან საბრძოლველად, ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10 საწოლს სთავაზობს

Published on

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10 საწოლს სთავაზობს.

როგორც რულოვსი აღნიშნავს, ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, თანადგომა და თანამშრომლობაა საჭირო.

„ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორც არასდროს გვჭირდება თანადგომა და თანამშრომლობა, რომ COVID-19 კრიზისის შედეგად მინიმალური ზიანი მივიღოთ.

ამ ეტაპზე მოგმართავთ სამი წინადადებით: ზუგდიდში, ჩემს საქველმოქმედო ფონდს SOCO-ს, საწყობში აქვს 10 (ათი) საწოლი ჰოლანდიური საავადმყოფოდან. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ და დროებით სარგებლობაში გადმოგცეთ თქვენს მიერ დასახელებულ დაწესებულებას ამავე ქალაქში;

ზუგდიდში, მდებარეობს ორსართულიანი სახლი თავისი დიდი ეზოთი, სადაც მოთავსებულია საქველმოქმედო ფონდი SOCO-ს შშმპ ბავშვების დღის ცენტრი (დროებით არ ფუნქციონირებს), სადაც 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი (10 საწოლი 6 ცალკე ოთახში)’;

ასევე შეგახსენებთ ჩემი მეუღლის გაჟღერებული წინადადებას, რომ მზად არის დაუთმოს ყვარელში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 10 (ათი) ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი COVID-19 კრიზისის დროს, რადგან ამ დღეებში დაბრუნდება უამრავი ემიგრანტი ევროპიდან სამშობლოში, საკარანტინო სივრცედ გამოგადგებოდათ ზემოაღნიშნული ფართები (სადაც ასევე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალიც განთავსდებოდა).

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას”, – მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...