რამდენიმე საათის წინ ბათუმში ბერლინიდან თვითმფრინავით საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოვიდა

0
507

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კორონავირუსის (COVID – 19) გამო ფრენების შეწყვეტის გამო ბათუმში ბერლინიდან თვითმფრინავით საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოვიდა.

აჭარის ტელევიზია იტყობინება, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად კარანტინში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

მთავრობის ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი” მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად კვირის განმავლობაში ორ რეისს შეასრულებსუ  კი ასეთია:უკვე დაგეგმილი ფრენების გრაფიკი კი ასეთია:

  •  24 მარტი – საბერძნეთი-საქართველო-საბერძნეთი;
  •  26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი;
  •  31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  •  3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  •  7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი.
წინა სტატიანიკა მელია : ვინც დღეს პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში…
შემდეგი სტატია„ჯორჯიან ეარვეის“-ის გენერალური დირექტორი:ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ვიმოქმედებთ საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური