მთავარისიახლეებისაზოგადოებასიტუაცია მარნეულსა და ბოლნისში მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ

სიტუაცია მარნეულსა და ბოლნისში მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ: აკრძალულია ქალაქში შესვლა და გამოსვლა. პოლიციელების გარდა, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალები.

შესასვლელთან დგანან ექიმები, რომლებიც ტერიტორიაზე შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. იმ ავტომანქანებს, კი რომლებსაც კარანტინის ზონაში შესვლის საშუალება ეძლევათ, სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 8d7eecbb2c298e8dc11e847ccf0c2a9e-9.jpg

დღეს დილით მარნეულში უკვე შევიდა ექიმთა ჯგუფი, რომელმაც პაციენტები კორონავირუსის სიმპტომებზე უნდა გამოიკვლიოს. იმ მოქალაქეებს კი, რომლებსაც სამართალდამცველები კარანტინის ზონაში უშვებენ, აფრთხილებენ, რომ ვეღარ დატოვებენ ტერიტორიას.

რაც შეეხება კარანტინის ზონას, იქ მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს, მათ შორის სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა,   რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა

.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...