მთავარისიახლეებისამხრეთ კორეაში ასიათასობით მოქალაქის კორონავირუსზე ტესტირება მოხდა

სამხრეთ კორეაში ასიათასობით მოქალაქის კორონავირუსზე ტესტირება მოხდა

Published on

როგორც “Wall Street journal”-ის სტატიაში ვკითხულობთ, სამხრეთ კორეელებს საკუთარი სახლების კარზე ხვდებათ შეტყობინება, ტესტირების გავლის აუცილებლობაზე, ხოლო პასუხი მოსდით ტელეფონზე ერთი დღის განმავლობაში. მსგავსმა აგრესიულმა სქრინინგ პოლიტიკამ, ტესტირებამ, შედეგი გამოიღო და დაინფიცირებულთა რაოდენობა 8-9 ათასის ფარგლებშია მოქცეული. უხეში დათვლით, სამხრეთ კორეაში ყოველი 200 ადამიანიდან ერთის ტესტირება ხდება, რომელიც ძირითადად უფასოა და 10 წუთს მოითხოვს. ტესტირებები, როგორც ჩვეულებრივ კლინიკებში, ასევე დროებით ნაგებობებში ხდება, მოქალაქეებს ხშირად მანქანიდან გადმოუსვლელადაც ამოწმებენ. სამხრეთ კორეამ ამ კუთხით აჯობა ამერიკას და ევროპას, სადაც სწრაფი ტესტირება შედარებით პრობლემურია

მსგავსი ტიპის აგრესიული ტესტირება ეფექტური გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ცოტა ადამიანი რჩება ვისი დიაგნოსტირებაც არ ხდება და შესაბამისად გავრცელებაც ნაკლებია. მსგავსი პოლიტიკა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ეკონომიკურ ზიანს, რომელიც მოაქვს საგანგებო ვითარების გამოცხადებას, რაც კომერციული თუ საჯარო სამსახურების დახურვას ითვალისწინებს

ავტორი: ლევან თორია

https://www.wsj.com/amp/articles/how-south-korea-put-into-place-the-worlds-most-aggressive-coronavirus-testing-11584377217

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...