მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება - საპატრიარქოს განცხადება

ხვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება – საპატრიარქოს განცხადება

Published on

ხვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება. პატრიარქის პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათ მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მიიღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან – ეკლესიაში მყოფმა პირებმა დაიცვან დისტანცია.

“თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და დღესასწაულის აღნიშვნას, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვისთვის , ერთმანეთის ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად.

ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეული იქნეს, რომ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ მლოცველებს,” – აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის წინ მარხვაში იქნება სხვადასხვა დღესასწაული – მათ შორის, ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთის ცხების რიტუალი, მრევლის ნაწილი დადგება ეზოში და წირვა-ლოცვას გარეთ მოისმენს. ეს, პატრიარქის პრესმდივნის თქმით, მათ ზიარებასა და ღვთისმსახურების მოსმენაში დაბრკოლებას არ შეუქმნით.

დეკანოზის განცხადებით, ზიარების წესთან დაკავშირებით მსჯელობა მოსალოდნელი აღარ არის.

“როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებას, გვაქვს ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი,” – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...