მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს, მათგან 50 კომერციული ობიექტია

სამეგრელოში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს, მათგან 50 კომერციული ობიექტია

Published on

სამეგრელო-გურიის “სოკარ გაზ ჯორჯიას” რეგიონული ოფისის მენეჯერი გია დარსანია აცხადებს, რომ გაზი ჩაჭრილია 100 აბონენტისთვის, მიზეზი ისაა, რომ 3215 აბონენტს გააჩნია წინა თვის დავალიანება, რომელიც მათ 15 მარტამდე უნდა გადაეხადათ, მათ შორისაა 50 კომერციული ობიექტი: “ჩვენ ჩავჭერით 100 აბონენტი გადაუხდელობის გამო, თუმცა აღვნიშნავ რომ ყველა მათგანთან ოფისის ოპერატორებმა განახორციელეს ზარი და ვინც ტელეფონს არ უპასუხა, მათთან სახლში მივიდნენ და სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაზის გათიშვა მათთვის” – აცხადებს დარსანია. ოფისის მენეჯერი აცხადებს, რომ სოკარ-გაზ ჯორჯია არის კერძო კომპანია და მოუწოდებს აბონენტებს, დროზე გადაიხადონ დავალიანება და ამისთვის მათ 2 დღიან საშეღავათო პერიოდს აძლევს. მისივე თქმით, თანხის დროულად დაფარვა აუცილებელია, რადგან ეს კიდევფ უფრო გაართულებს შემდეგ თვეებში გადახდას.


სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...