მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდიდან პურის ფქვილის სხვა ქალაქებში გატანის მაჩვენებელი გაზრდილია

ზუგდიდიდან პურის ფქვილის სხვა ქალაქებში გატანის მაჩვენებელი გაზრდილია

Published on

ზუგდიდიდან პურის ფქვილი აქტიურად გააქვთ სხვა ქალაქებში. ზუგდიდის წისქვილკომბინატ „ცერერას“ დირექტორის ბესო ხაინდრავას ინფორმაციით,საწარმო სამმაგი დატვირთვით  საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაფქვილი პურის ფქვილის გატანა  ზუგდიდიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქშიგაზრდილია. „ორი თვის მარაგი გვაქვს ზუგდიდში,თუმცა ავღნიშნავ, რომ სამმაგი დატვირთვით ვმუშაობთ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ…დეფიციტი ჯერ არ გვაქვს… საპანიკო არაფერია,მინდა დავამშვიდო ზუგდიდელები,რამდენიც გადის ზუგდიდიდან ხორბალი,იმაზე მეტი შემოდის. ამ დროისთვის ვაგზავნით ფქვილს ხობში, ფოთში, სენაკში, თელავში, ახალციხეში, გორში, თბილისში და სხვა ქალაქებში. მოგეხსენებათ, ქუთაისში, ზესტაფონში, თელავში არ არის წისქვილკომბინატი და ამიტომ აქედან ზუგდიდიდან მარაგდებიან, ასევე არ გაზრდილა ჯერჯერობით ხორბალზე ფასი“,- აცხადებს ხაინდრავა.  მოსახლეობა დილიდან პანიკაშია, მათი თქმით,  ზუგდიდიდან პურის ფქვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააქვთ და აქ დეფიციტი შეიქმნება

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...