მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელისა

საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელისა

Published on

კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს არის  მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.

“ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ ქვეყანაში სოცილური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, ეს იქნება დროში შეზღუდული, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...