კორონავირუსის რეჟიმის პირობებში – პროფკავშირები დამსაქმებლებს დასაქმებულებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

0
393

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღონ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული იქნება ზიანის მინიმალიზაციისკენ.

პროფესიული კავშირების გაერთიანება ასევე მზად არის უფასო მომსახურება გაუწიონ თითოეულ უფლებაწართმეულ მოქალაქეს და დამსაქმებლებს მოუწოდებენ არ დაარღვიონ შრომითი უფლებები.

“საარსებო მინიმუმის ტოლფასი შემწეობა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, რომელიც დარჩება უმუშევარი. მქონდა ინიციატივა და ახლაც მაქვს ინიციატივა, რომ გარკვეული წვლილი სხვადასხვა დასაქმებულების მიერ შეგროვებული ფული, რასაც ფლობს პროფკავშირები დავდოთ გარკვეულ ანგარიშზე, რითიც მოვახმართ ეს იქნებიან დაბრუნებული ემიგრანტები თუ ეს იქნება ჩვენი გმირი ექიმები.

როგორც კი ეს კრიზისი ჩაივლის თითოეულ დამსაქმებელს, რომელიც ამ სიტუაციას ბოროტად გამოიყენებს, ეს იქნება სასამართლოები, თუ ეს იქნება სოლიდარობის აქციები, აუცილებლად ვაზღვევინებთ,” – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

წინა სტატიაპირი, რომელიც ზუგდიდი – თბილისის სამარშუტო ტაქსიდან გაიქცა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური