მთავარისიახლეებიპოლიტიკააქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია - ნათია თურნავა

აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია – ნათია თურნავა

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აქცენტი გაკეთდება ადგილზე იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია. მინისტრის განმარტებით, ადგილობრივად შესაბამისი პროდუქციის წარმოება განვითარდება იმ მიზეზით, რომ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

„აუცილებლობაა ის, რასაც ვხედვათ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე, მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნააა დღესდღეობით, იმისათვის, რომ იმპორტზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული. ამ დარგების, ამ პროქტების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ. ასევე, დავალება მივიღეთ მე და ჩემმა კოლეგამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომ ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში იმდაგვარად გადავაწყოთ, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. ეს იქნება კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება, თუ რაიმე სხვა“- განაცხადა თურნავამ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...