მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა

Published on

იტალიისგან განსხვავებით, კორონავირუსის ფაქტების შემცირების ტენდენციაა ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 21 და გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად, ჩინეთში 9 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული.

342-მდე გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობა ესპანეთში, საფრანგეთში კი 148 ადამიანია დაღუპული.

სომხეთში კორონავირუსის 52 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდეა გაზრდილი.

ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შვეიცარიამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას დროებით კრძალავს რუსეთი.

30 დღით შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა ევროკავშირის ტერიტორიაზეც. პარალელურად შტატებში ვაქცინის ტესტირება დაიწყო.

დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...