„გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.
დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება უცვლელი. სულ გვიწევს 7 პნევმონიით, ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობაც იყო მსუბუქი. ჯერჯერობთ, არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა, დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, გაგრძელდება მათი კვლევა და შეფასებითი ნაწილი თქვენც მოგეწოდებათ” – განაცხადა ეზუგბაიამ.