მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

Published on

2019-2020 წლის სასწავლო პროცესი სკოლებში გეგმისამებრ 15 ივნისს დასრულდება – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისს დასრულდება სასწავლო წელი.

განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, შესაბამისად, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის დღესდღეობით უკვე დადგენილი. კორონავირუსის პრევენციის გამო, საქართველოში სასწავლო პროცესი ქვეყანაში 1 აპრილამდე შეწყდა.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...