ამირან გამყრელიძე: ,,იმე­დია, დავძლევთ ამ გა­მოწ­ვე­ვას და მერე ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ, მეც მომ­წონს იტა­ლია”

0
594


,,იმე­დია, დავძლევთ ამ გა­მოწ­ვე­ვას და მერე ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ, მეც მომ­წონს იტა­ლია” – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.
მან კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ონ.
“სი­ტუ­ა­ცია ევ­რო­პა­ში და მსოფ­ლი­ო­ში უა­რეს­დე­ბა, ამი­ტომ ზედ­მე­ტი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა. ჩვენ მოქ­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბის­გან. პირ­ველ რიგ­ში მა­ღალ­და­სე­ნი­ა­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, რო­გო­რი არის მა­გა­ლი­თად იტა­ლია..სხვა­თა­შო­რის მეც ძა­ლი­ან მომ­წონს იტა­ლია, ყო­ველ­თვის მომ­წონს იქ ყოფ­ნა.. ასე­ვე გერ­მა­ნია, რო­მე­ლიც ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლი­ურ­ია, ასე­ვე საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია… მაგ­რამ თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან. იმე­დია, ყვე­ლა ერ­თად დავძლევთ ამ გა­მოწ­ვე­ვას და მერე ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­როთ” – აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.
ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 25-ე შემ­თხვე­ვა დადასტურდა.
ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი.
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25-ე შემ­თხვე­ვაც იტა­ლი­ას­თა­ნაა კავ­შირ­ში, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.
ამას­თან, ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში – 295 ადა­მი­ა­ნია, სტა­ცი­ო­ნარ­ში კი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ – 49 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

წინა სტატიასკოლებში სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება
შემდეგი სტატიატურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო და ქონების გადასახადი ოთხი თვით გადაუვადდებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური