მთავარისიახლეებისაზოგადოებაშესაძლოა მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის ასკაციანი ქორწილები და ქელეხები

შესაძლოა მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის ასკაციანი ქორწილები და ქელეხები

Published on

შესაძლოა მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის ასკაციანი ქორწილები და ქელეხები. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ 12 მარტის ბრიფინგზე განაცხადა, მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის უნდა იყოს მზად.

ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, კორპორატიული ზეიმი, ბანკეტი ან დაბადების დღე შეიძლება გადაიდოს, ან საერთოდ აღარ ჩატარდეს.

უფრო რთული ვითარებაა დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებით მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალი, რომელიც საქართველოში 3-7 დღე გრძელდება, თავშეყრისა და დაავადების გავრცელების შესაძლო კერად მიიჩნევა. ეპიდსიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ შესაძლოა ამ კუთხით შეზღუდვები დაწესდეს.

კორონავირუსის პრევენციის გამო ქორწილებისა და ქელეხების შესაძლო აკრძალვას ეხმაურება. პარლამენტის დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთხელ ყოფილა ქელეხში თამადა, ასეთ ვითარებაში ქელეხების გამართვის მომხრე არ არის.

„ქელეხი ჩვენი დიდი ტრადიციაა, ბევრ ქვეყანას თავისებურად აქვს, თავიდანვე მოწინააღმდეგეების რიგში ვარ. არის საღვთო წესის აგება, არის პარაკლისი და ასე ვფირობ ეს სულის ნაწილია. – აცხადებს იგი “პრაიმტაიმთან” საუბარში – როგორ არ ვყოფილვარ ქელეხში თამადა, ვინმემ გითხრათ რომ არ ვყოფილვარ?

ეს იყო მაგრამ მტერის და ავისას, როგორც მე იქ ვყოფილვარ ვარ, რა სიტყვებსითაც ვსაუბრობ, ცრემლი ღვინოში რომ გივარდება და სიკვდილი გირჩევნია იქ ყოფნას. ქელეხში ვინც მოდის ადამიანი, ცხოვრების დიდ ნაწილს ტოვებს, ვგულისხმობ იმ ადამიანს ვინც განიცდის, ხდება ისეც რომ ადამიანები მაგალითად ღვინის დასალევად მიდიან ქელეხებში, უფალმა მაპატიოს. ეს სიკვდილია იქ ყოფნა. რეკომენდაციას გავცემ გაუქმდეს ქელეხები, თუმცა ეს ტრადიციას ეწინააღმდეგება. მე სხვას ვერ ვუბრძანებ, რომ მართალი ვარ, რადგან ეს სენსიტიური თემაა…მაგაზე მთავრობის დადგენილებაა საჭირო? ეს ჩვენ თვითონ ადამიანებმა უნდა გავაკეთოთ. – ამბობს კახაძე.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...