საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24-ე შემთხვევა დადასტურდა, რომელიც იტალიასთან არის კავშირში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ვადასტურებ, რომ დადასტურდა კორონავირუსის 24-ე შემთხვევა, ლუგარის ცენტრში დაახლოებით საათნახევრის წინ. გიდასტურებთ, რომ ეს შემთხვევა გარკვეულად არის დაკავშირებული იტალიასთან, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციას ახლა მე ვერ გავამჟღავნებ,რადგან გარკვეული წესია, როგორ უნდა მივიდეს შეტყობინება ადამიანთან, საავადმყოფოსთან და ა.შ. როდესაც შეტყობინება მივა, ამის შემდეგ იქნება მეტი იფნორმაცია.
მდგომარეობა ნორმალურია, ადამიანი კლინიკურად კარგად არის“-განაცხადა გამყრელიძემ.