მთავარისიახლეებისაზოგადოება''მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე პრევენციის მიზნით კარანტინშია მოთავსებული

”მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე პრევენციის მიზნით კარანტინშია მოთავსებული

Published on

‘მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე პრევენციის მიზნით კარანტინშია მოთავსებული. ჟურნალისტი რეპორტაჟის მომზადების დროს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის სახლში იყო მისული.


როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, გადაღება ნოზაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შედგა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმაც და არხის საინფორმაციო სამსახურმაც მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს, რომ ნოზაძის ოჯახიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.


ამას გარდა, ნოდარ მელაძე განმარტავს, რომ ჩართვისას, არხის ჟურნალისტები საავადმყოფოებისა და საკარანტინო შენობების მიმდებარედ ზუსტად იმ ტერიტორიაზე დგანან, რომელიც მედიკოსების მიერ არის რეკომენდირებული:


“მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, იმის გამო რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.
ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)


გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.


ახლა კითხვებზე პასუხის:
რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან?
– მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედ პერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი!!!
თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები, საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისევე უკეთესი იქნება”, – წერს ნოდარ მელაძე.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...