მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებას არ გამოუვა უკან წაიღოს შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ - გაერთიანებული...

ხელისუფლებას არ გამოუვა უკან წაიღოს შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ – გაერთიანებული ოპოზიცია დათმობას არ აპირებს

Published on

კვირას მიღებული შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოპოზიციისთვის ამომწურავი არ აღმოჩნდა. გარდა ოლქებისა და ბარიერებისა, მათ კიდევ ერთი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი. ეს იმ პატიმრების გათავისუფლებაა, ვინც 20 ივნისისა და მას შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო დააკავეს.

8 მარტს, შეთანხმებიდან გამოსულმა ოპოზიციამ თქვა, რომ მათ მიიღეს დაპირება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებაც. გაჟღერდა კონკრეტული გვარებიც – უგულავა, ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუა და სავარაუდო სამართლებრივი მექანიზმები, რითიც მოხდებოდა მათი გათავისუფლება.

ხელისუფლება კი ყველა შემდეგ განცხადებაში ამ დრომდე იმეორებს, რომ არავის გათავისუფლებას აპირებს და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

გუშინ ოპოზიციამ ამ საკითხზე ლეიბორისტების ოფისში შეკრების დროსაც ისაუბრა, შემდეგ კი ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა.

„პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტყუილს უწოდებენ  გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...