მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ 33 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება - კორონავირუსი არც რთ შეთხვევაში არ...

გუშინ 33 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება – კორონავირუსი არც რთ შეთხვევაში არ დადასტურდა

Published on

გუშინდელი დღის განმავლობაში 33 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. მათ ნაწილს საკარანტინე ზონაში აკვირდებიან და ნაწილი კი თვითიზოლაციაშია.  – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, ვისაც აქვს კორონავირუსი, ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი პაცინეტის მდგომარეობა  მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება, სხვა პაციენტების შემთხვევაში კი, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, გამოიჩინონ მაღალი პასუხიმგებლობა და ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზზოლაციაში.

“განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან, კორეა, ჩინეთი, იტალია, ირანი, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა რაოდენობა, ყველა ადამიანი ვინც დაბრუნდება, გამოიჩინოს მაღალი პასუხიმგებლობა და იყოს თვითიზოლაციაში ბინაზე, ეს არის ყველაზე საუკეთესო საქციელი, პროცესი რომელიც შეამცირებს დაავადების გავრცელებას,” – ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული​.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...