NATO-ს ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა

0
460
Exterior view of the new NATO headquarters

NATO-ს შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა. როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ  განცხადებაშია ნათქვამი,

მათი თანამშრომელი სამოგზაუროდ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო. ამის შემდეგ, მას  ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ახლა ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე წუთში NATO-ს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში “შეცვალეს” წევრებმა “მონა” უძახეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური