მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მივიდა

Published on

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, სადაც ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციებს  მართავენ,  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც მივიდა. გიორგი მარგველაშვილმა  ოპოზიციის წევრებს გამარჯვება და კონსენსუსის მიღწევა მიულოცა.  

ასევე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავდნენ. 

“მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო.

ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყო ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომელსაც ხალხი მათ მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას და განვითარების შესაძლებლობას,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...