პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიმაჩნია – სააკაშვილი

0
467

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას ეხმიანება.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი მოლაპარაკებები პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მისთვის მიუღებელია.

„ნებისმიერ მოლაპარაკებებში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა “განაჩენი”, არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების…

ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი მე პირადად საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თავად გიგის პოზიცია დასაფასებელი და ყურადსაღებია“, – წერია სააკაშვილის პოსტში.

წინა სტატიახელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უახლოესი ორი დღის განმავლობაში შედგება
შემდეგი სტატია120/30 – ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური