მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმეკობრეების მიერ დატყვევებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია

მეკობრეების მიერ დატყვევებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია

Published on

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20 თებერვალს მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.

“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთმფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად.

მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას. ასევე, მადლობას ვუხდით ჟურნალისტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...