მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსის შესახებ ჯანდაცვის მუშაკებსა და მოსახლეობას შორის ცოდნის დონე არ განსხვავდება -...

კორონავირუსის შესახებ ჯანდაცვის მუშაკებსა და მოსახლეობას შორის ცოდნის დონე არ განსხვავდება – “ნეოლაბი” კვლევას აქვეყნებს

Published on

კორონავირუსის შესახებ, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონე, სხვა სექტორის წარმომადგენელთა კომპეტენციისგან არ განსხვავდება – შედეგი ინტერნეტ-კვლევამ გამოავლინა.

მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკთა 30%-ზე მეტის აზრით, COVID-19 და გრიპის ვირუსი ერთი და იგივეა. ონლაინ გამოკითხვა 3 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარეობდა და 5 ათას ადამიანზე მეტი ჩაერთო.

კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან საბრძოლველად მზადაა. 55%-ის აზრით კი, ქვეყანა მზად არ არის, თუმცა სისტემა გამოწვევასთან გამკლავებას ეფექტურად ცდილობს.

მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ვირუსის შიში აქვთ, რაშიც მედიის როლს გამოყოფენ. ვირუსის გადაცემის გზებზე სწორადაა ინფორმირებული გამოკითხულთა 96%. კვლევა “ნეოლაბის” დაკვეთით მონაცემთა კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...