რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია – კელი დეგნანი

0
506

“რუსეთმა უნდა იტვირთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება: უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ბორდერიზაცია. ეს საშიშია და სრულიად მიუღებელი” – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

მისი თქმით, რუსეთისთვის შემაკავებელი ეფექტი აქვს იმას, რასაც აშშ საქართველოსთან ერთად თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად აკეთებს.

“არავითარი ბუნდოვანება ამ გზავნილს არ ახლავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი რეაგირება, რაც საქართველომ უნდა განაგრძოს” – დასძენს ის.

წინა სტატია9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – მარინა ეზუგბაია
შემდეგი სტატია20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური