მთავარიUncategorizedანაკლიის პორტი - საჯილდაო ქვა, რომელსაც სიტყვით ვერ აწევ, ეს მთავრობა სტალკერად...

ანაკლიის პორტი – საჯილდაო ქვა, რომელსაც სიტყვით ვერ აწევ, ეს მთავრობა სტალკერად ვერ გამოდგება

Published on

ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული პროექტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ანაკლიის პროექტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი წარმატებულად განვითარდეს. ამისთვის, კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უფრო უკეთ სპეციალიზირებულია ინვესტორებთან მუშაობაში, ამჟამად ამუშავებს ინტერესთა გამოხატვის ახალ პირობებს. ასევე, როგორც საჯაროდაც განვაცხადეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიც მზად არის, რომ სპეციალისტების კონსულტაციით დაგვეხმაროს იმისთვის, რომ უფრო გამართული ინტერესთა გამოხატვის პირობები მომზადდეს, რათა შემდგომში ბევრად უფრო ნაკლებად მოგვიწიოს ინვესტორის მოძიება. აქედან გამომდინარე, პროექტი რჩება ჩვენს ინტერესთა სფეროში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...