მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან'' - "ახალი საქართველოს" ლიდერი...

,,ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან” – “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე

Published on

“ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან, მე მხარს ვუჭერ ამ განცხადებას”, – ასე აფასებს “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას ციხიდან გავრცელებულ წერილს.  

ვაშაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის მიუხედავად, თუ პარლამენტში საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით “ადეკვატური ინიციატივა” იქნება, ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს.

“ვფიქრობ, ამას შესაბამისი გამოხმაურება უნდა ჰქონდეს ოპოზიციური დეპუტატებისგან, ვინც პარლამენტშია. თუ ეს იქნება 130-20, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას, მაშინ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა მოხდეს ასეთი წინადადების, თუმცა ეს არ ნიშნავს 110-40 მხარდაჭერას”, – თქვა ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

უგულავამ საპატიმროდან წერილი დღეს, 5 მარტს გაავრცელა. 

უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი “გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება”. 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...