აფხაზეთში სამედიცინო ნიღბებისა და ანტივირუსული მედიკამენტების დეფიციტია

0
604

რუსეთმა 2020 წლის 1 ივნისამდე აკრძალა ქვეყნიდან სამედიცინო ნიღბების, ბამბის, ბინტისა და სხვა დამცავი საშუალებების ექსპორტი, რაც რუსეთის მოქალაქეების ინტერესების  დასაცავად განხორციელდა.

აფხაზეთის აფთიაქებში  ერთ კვირაზე მეტია, რაც სამედიცინო ნიღბების შოვნა ძალიან რთული გახდა. სამედიცინო ნიღბებზე  მოთხოვნა გაიზარდა სეზონურმა გრიპისა და ახალი  კორონავირუსის გამოვნელის შემდეგ . აფხაზეთში ახალი კორონავირუსი ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა მოსახლეობამ  წინასწარ  გადაწყვიტა დამცავი საშუალებების მომარაგება.

სოხუმის ათი აფთიაქიდან სამედიცინო ნიღბების შოვნა მხოლოდ ერთშია შესაძლებელი, რომელიც არძინბასა და კონფედერტოვის ქუჩების კუთხეში მდებარეობს, თუმცა მალე იქაც ამოიწურება მარაგი, ისევე, როგორც ბინტის, ბამბის, ბახილების და ანტივირუსული მედიკამენტების, რაც რუსეთის მიერ სამედიცინო საშუალების  ექსპორტის აკრძალვის შედეგან ხდება, რადგან სამედიცინო საშუალებების აფხაზეთში შეტანა რუსეთიდან ხდებოდა. მეწარმეები ჩივიან, რომ დარჩენილი მარაგი ერთ თვეში ამოიწურება, ხოლო ახლის შემოტანას ვერსაიდან შეძლებენ.

წინა სტატიათურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია
შემდეგი სტატიასამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური