მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში, ეს...

მიხეილ სააკაშვილი: გიორგი სააკაძე გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში, ეს დამთავრდა

Published on

ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს. მე კარიერას ვერ გავაკეთებ სხვაგან. იცით, რომ ისტორიულად არა მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს, გოგო-ბიჭებს აგზავნიდნენ. გიორგი სააკაძე სადღაც გუბერნატორი იყო ჩემსავით, ის ოსმალეთში, მე უკრაინაში. ეს დამთავრდა.

ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. აქ უნდა ვიჯდე ოდესაში და ნაცარი ვქექო თუ გარედან ვუყურო? რაც არ უნდა კარგად მოვეწყო აქ, რამდენი შემოთავაზება მქონდა ბოლო თვეებში თანამდებობების დაკავების და ა.შ. ყველაფერზე ვთქვი უარი იმის გამო, რომ ვიცი, წელს წყდება ჩემი ქვეყნის ბედი.– თქვა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ჩართვისას.

რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ ჩემს ძალიან დიდ ბრალსა და პასუხისმგებლობას ძალიან ბევრ რაღაცაზე და მინდა, ამაზე ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის. ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა.

საქართველო მაინც ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მსოფლიოში, მთელი მსოფლიო შენატროდა. დღესაც, მაგალითად, უკრაინაში ლევან ვარშალომიძეს ნიშნავენ საინვესტიციო ოფისის დირექტორად. დღემდეც კი უკრაინაში, უზბეკეთში და სხვაგან, ნიშნავენ ჩვენს ხალხს, რადგან ჩვენი ხალხი იყო წარმატებული, ჩვენ დროს ვიყავით წარმატებულები, მაგრამ წარმატება არ გამორიცხავს ბევრ გაჭირვებასა და უბედურებას. თითოეული თქვენგანის წინაშე ვარ დიდ ვალში და ვერასოდეს ამ ვალს ვერ გადაგიხდით, იმიტომ, რომ ვერ მოგხედეთ ბოლომდე. ეს მართლა ასეა და ამას წყალი არ გაუვა – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა


სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...